პროექტის „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართება
პროექტის „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართება
08:56 31.05.2012
საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის - „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ პირველი  ფაზის შემაჯამებელი შეხვედრა დღეს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ საია-დან აცნობეს, შეხვედრა მიზნად ისახავს როგორც პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების მიმოხილვას, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას.
შეხვედრაზე მიწვეულნი არიან საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.

ბეჭდვა