საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა და გაესაუბრა 15 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბრალდებულს ს. სარდარიანს, რომელიც #18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული.
სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს უზრუნველყოს ს. სარდარიანის შესაბამისი პროფილის დაწესებულებაში განთავსება, სრულწლოვანი პატიმრებისგან განცალკევებით, სადაც მისთვის ყველა საჭიროების დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი.
