„ლეიბორისტული პარტია“, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ემიგრაციაში მყოფ ბონდო შალიკიანს პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილისა და მისი შვილების
მიმართ ღია მუქარაში ადანაშაულებს. აღნიშნულის თაობაზე ლეიბორისტული პარტიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ლეიბორისტები აღშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ შალიკიანი, ერთ-ერთი პარტიის საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში, ქვეყანაში არსებულ ყველა უბედურებაში ლეიბორისტთა ლიდერს შალვა ნათელაშვილს სდებს ბრალს.
ლეიბორისტები შალიკიანის „გააქტიურებას“ კოალიცია „ქრთული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მიაწერენ და აცხადებენ, რომ „მეოცნებე ივანიშვილმა, როგორც ჩანს უკვე დაიწყო კრიმინალების მოსყიდვა ლეიბორისტული პარტიის და უპირველესად მისი ლიდერის, შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ“.
ლეობორისტები, შალიკიანის განცხადების გავრცელების გამო, პარტია „თავისუფალი საქართველოსგან“ პასუხს ელიან.
რაც შეეხება კონკრეტულად რა მუქარასა და ბრალდებებზეა საუბარი, „ნიუსპრესთან“ საუბარში, ლეიბორისტულ პარტიაში, ამ ეტაპზე დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს.
