იუსტიციის სამინისტრომ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა
იუსტიციის სამინისტრომ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა
15:19 30.05.2012
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდამჭერი საგრანტო პროგრამის გამარჯვებული ორგანიზაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

დღევანდელ შეხვედრაზე „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა“ კონკრეტული აქტივობები წარმოადგინა, რომელთა განხორციელებასაც უახლოეს მომავალში გეგმავს. კერძოდ, დაგეგმილია მრგვალი მაგიდა მშობლების მონაწილეობით და ლექცია-სემინარების მოწყობა. პროექტის ფარგლებში კი - 30 მშობელი გადამზადდება.

„წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ იუსტიციის სამინისტროს საგრანტო დაფინანსებით პროექტს ბათუმში ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია ერთი წლის განმავლობაში შეიმუშავებს მშობელთა პოზიტიური სწავლების პროგრამას, ასწავლის ჯგუფებს მოზარდების ქცევითი პრობლემების იდენტიფიცირებას და სხვ.


ბეჭდვა