„ბანკი რესპუბლიკა” ავტოგანვადების საზაფხულო აქციას იწყებს
„ბანკი რესპუბლიკა” ავტოგანვადების საზაფხულო აქციას იწყებს
11:32 30.05.2012
„ბანკი რესპუბლიკა“ HYUNDAI-ის ავტოსალონში სესხების საზაფხულო აქციის პრეზენტაციას გამართავს.
ბანკის ინფორმაციით, მას ვისაც აქვს სურვილი შეიძინოს ახალი ან მეორადი ავტომანქანა, „ბანკი რესპუბლიკა” მოსახერხებელ პირობებს სთავაზობს.
მათი ცნობით, მსურველს შეუძლია 1 წლამდე უპროცენტო განვადებით ისარგებლოს, განვადების დამტკიცება პირადობის მოწმობით ხდება, საჭიროა პირველადი შენატანის სახით 30%, სესხის ვადა 5 წელია, მაქსიმალური თანხა 100 000 ლარი. მომხმარებლის მინიმალური შემოსავალი 700 ლარით უნდა განისაზღვრებოდეს.
ასევე, ყველა ვინც 30 მაისიდან 1 სექტემბრამდე შეიძენს ავტომანქანას „ბანკ რესპუბლიკის” მომენტალური განვადებით HYUNDAI-ის ავტოსალონში, 1 წლიან ავტოდაზღვევას, 100 ლიტრ საწვავსა და დაგირავების საკომისიოს მიიღებს.
აქცია დღეს დაიწყო და 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ბეჭდვა