მამუკა ქარდავას ცემის ფაქტში დამნაშავეებზე ინფორმაციის მიწოდებისთვის შსს-მ ფულადი ჯილდო დააწესა
მამუკა ქარდავას ცემის ფაქტში დამნაშავეებზე ინფორმაციის მიწოდებისთვის შსს-მ ფულადი ჯილდო დააწესა
11:26 30.05.2012
შინაგან საქმეთა სამინისტრო კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის რაიონის შტაბის ხელმძღვანელის მამუკა ქარდავას ცემის ფაქტში დამნაშავეებზე ინფორმაციის მიწოდებისთვის 10 000 ლარიან ჯილდოს აწესებს.
სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს სამეგრელო-ზემო სავანეთის სამხარეო შს ხობის პოლიციის სამმართველოში, აღძრულია სისხლის სამმართლის საქმე მიმდინარე წლის 20 მაისს მოქალაქე მამუკა ქარდავას ცემის ფაქტზე. მისი განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის უცნობმა პირებმა მიაყენეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო აწესებს ჯილდოს 10 000 ლარის ოდენებით იმ მოქალაქისთვის ვინც გამოძიებას მიაწოდებს ღირებულ ინფორმაციას, აღნიშნული დანაშაულში მონაწილე პირების ვინაობის დადგენის მიზნით. ანონიმურობა გარანტირებულია“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ქარდავას ცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა. აღნიშნული ინფორმაციით, ქარდავა ხობში, სარკინიგზო გადასასვლელთან ავტომობილში უცნობმა პირებმა სასტიკად სცემეს.

ბეჭდვა