„სამოქალაქო ფრონტის“ ლიდერი ჯაბა ჯიშკარიანი პარლამენტთან რამდენიმე საათის წინ დაკავებულ „სამოქალაქო ფრონტისა“ და მოძრაობა „7 ნოემბრის“ წევრებს, საქალაქო სასამართლოსთან ელოდება.
როგორც მან „ნიუსპრესს“ განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო შეგნებულად ასაიდუმლოებს პარლამენტთან დაკავებულების ვინაობას.
მისივე განმარტებით, შსს-ს თანამშრომლებმა აღნიშნული ორი მოძრაობის 5-ზე მეტი წევრი დააკავა, მათ შორის არიან - ირაკლი ბერაია, ქეთევან გოგინაშვილი,ლიკა გამრეკელი და ზაზა სვანაძე.
„ახლა სასამართლოსთან ვიმყოფები და ველოდები, როდის მოიყვანენ დაკავებულებს. გრძელდება ის ტენდენცია, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა 2006 წლიდან, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. დაკავებულებს არ აძლევენ საშუალებას დაურეკონ და მომხდარის შესახებ ოჯახის წევრებს აცნობონ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და ყველა ნორმალურ ქვეყანაში ამისთვის პასუხს აგებენ“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ ჯაბა ჯიშკარიანმა.
ჯიშკარიანის ინფორმაციით, აღნიშნული პირები აქციას მართავდნენ, როცა სამართალდამცავებმა ისინი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
