მოძარაობა „7 ნოემბრის“ რამდენიმე აქტივისტის დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა, აქტივისტების დაკავება დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა.
„მოქალაქეები ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის დარღვევისთვის დააკავეს, რადგან მათ რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტთან მანქანის სავალი ნაწილი გადაკეტეს“ - განაცადა ხიზანიშვილმა.
მისივე განმარტებით, დაკავებულები თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც პროცესი მიმდინარეობს.
„სასამართლო იმსჯელებს ჯარიმით შემოიფარგლება მათი საქმე თუ ადმინისტრაციული პატიმრობით“ - განაცხადა ხიზანიშვილმა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, მას დაკავების შესახებ მოძრაობის წევრებმა აცნობეს. კაკაბაძის თქმით, სულ 10 პიროვნებაა დაკავებული. მათ შორის ორი -ქეთევან გოგინაშვილი და ირაკლი ბერაიაა არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, „7 ნოემბრის“ და „სამოქალაქო ფრონტის“ წევრები პარლამენტთან აქციას მართავდნენ.
