სასჯელაღსრულების 15 დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნები ამოქმედდება
სასჯელაღსრულების 15 დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნები ამოქმედდება
15:17 29.05.2012
სასჯელაღსრულების 15 დაწესებულებაში პატიმრებთან ხანგრძლივი პაემანი რამდენიმე კვირაში ამოქმედდება.
ქსანში გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მშენებლობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ მოინახულა.
მინისტრის თქმით, ხანგრძლივი პაემნის მეშვეობით სამინისტრო ოჯახის წევრებთან მსჯავრდებულის უშუალო ურთიერთობას, შესაბამისად, მსჯავრდებულის რეაბილიტაციას უწყობს ხელს.
კანონის თანახმად, მსჯავრდებულს უფლება აქვს 24 საათის განმავლობაში ისარგებლოს ხანგრძლივი პაემნით ახლო ნათესავებთან წელიწადში 2-ჯერ, ხოლო კანონში შესული ახალი ცვლილების თანახმად, წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემნით.
რაც შეეხება არასრულწლოვან მსჯავრდებულებს, მათ შეუძლიათ წელიწადში 3 ხანგრძლივი პაემნით ისარგებლონ და წახალისების მიზნით, წელიწადში ერთხელ დამატებით კიდევ 2 ხანგრძლივი პაემნით.


ბეჭდვა