სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
14:21 29.05.2012
სამართალდამცავებმა 23 წლის ლაშა მაისურაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ელიაური დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, მკვლელობა წუხელ დადიანისა და ზაზიაშვილის ქუჩების კუთხეში მოხდა. სასიკვდილო ჭრილობა ელიაურმა მაისურაძეს მუცლის არეში დანით მიაყენა. ჭრილობების შედეგად მაისურაძე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დამნაშავე კი - შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამინისტროს ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბეჭდვა