დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევების შედეგების პრეზენტაცია მიმდინარეობს
დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევების შედეგების პრეზენტაცია მიმდინარეობს
11:06 29.05.2012
საქართველოში დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევების შედეგების პრეზენტაცია ამ წუთებში სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს.
დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა - ,,გორბი“ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა.
აღნიშნული კვლევის ფარგლებში 3001 რესპონდენტი გამოკითხეს. შედეგების თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 1.2% გახდა დანაშაულის მსხვერპლი გასული წლის გამავლობაში, რაც წინა წლის მონაცემებზე 13%-ით ნაკლებია.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, გაიზარდა მოსახლეობაში უსაფრთხოების განცდა. გამოკითხულთა 98%-ს არ ეშინია ფიზიკური თავდასხმის. 87%-ს კი - აქვს ოჯახი წვრებისა და საცხოვრებელი ბინის უსაფრთხოების განცდა. გამოკითხულთა 94% სეირნობისთვის სახიფათოდ არცერთ უბანს არ მიიჩნევს. მათი 85% უსაფრთხოდ გრძნობს თავს დღისით, ხოლო ღამით 82%.
კვლევის თანახმად, მოიმატა სკოლაში ბავშვის დაცულობის განცდამ. ეს მაჩვენებელი 2010 წელს 63 %-ს შეადგენდა, 2011 წელს 81%-ს, 2012 წელს კი - 92%-ზე დაფიქსირდა.

ბეჭდვა