ქალთა №5 დაწესებულებაში თანამედროვე ბიბლიოთეკა და საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა.
როგორც „ნიუსპრესს“ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, ასევე, ფუნქციონირებს ელექტრონული ბიბლიოთეკა. საგანმანათლებლო ცენტრში კი, მსჯავრდებულ ქალებს საშუალება ექნებათ უცხო ენა და ხელსაქმე შეისწავლონ, მათ შორის ფლორა-დიზაინი.
უწყებაში აცხადებენ, რომ ბიბლიოთეკა ნორვეგიულ პენიტენციურ სისტემაში არსებული ბიბლიოთეკების ანალოგია და სპეციალური ტექნიკით, ქართულ და უცხო ენებზე გამოცემული მხატვრული, ისტორიული და სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურითაა აღჭურვილი.
პროექტი დეიშმანსკის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, №5 დაწესებულების ბიბლიოთეკაში მომუშავე პერსონალმა სპეციალური მომზადების პროგრამა ოსლოში გაიარა.
