სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე სასამართლო სხდომა ხვალ გაიმართება
სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე სასამართლო სხდომა ხვალ გაიმართება
17:18 28.05.2012
პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლის სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა ხვალ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განუცხადა, ხვალინდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების წარდგენა გაგრძელდება.
მისი თქმით, პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
„ესენი ის პოლიციელები არიან, რომლებმაც ჩაჩიბაია დააკავეს. ორი თანამშრომელი წინა პროცესზე დაიკითხა. დანარჩენ მოწმეებს კი, ხვალ წარმოადგენენ“ - აღნიშნა შავგულიძემ.
მისივე თქმით, ხვალინდელ პროცესზე ასევე, ბრალდების მხარის დოკუმენტურ-წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევაც მოხდება.
სერგო ჩაჩიბაია მარტში, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააპატიმრეს. კოალიცია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ჩაჩიბაია ზუგდიდში შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის თაობაზე ირაკლი ალასანიასთვის ინფორმაციის მიწოდების გამო დააკავეს.


ბეჭდვა