შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
11:19 28.05.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სარფში, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები იური მანაგაძე და გულბათი ჭულუხაძე არიან, რომლებმაც თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო–საკონტროლო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით გადმოკვეთეს.
აღნიშნული პირები სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო–ოპერატიული მთავარი სამმართველოს ბათუმის საგამოძიებო–ოპერატიულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

ბეჭდვა