შსს სასაზღვრო პოლიციამ უკრაინის მოქალაქე, ოლენა მოისეენკო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არაკანონიერი გზით შესვლის ფაქტზე დააკავა.
როგორც, სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურმა თეა პატეიშვილმა "ნეუსპრესს" განუცხადა დაკავებული ამჟამად ზუგდიდში იმყოფება.
მისივე განცხადებით , ოლენა მოისეენკო მდინარე ფსოუს მონაკვეთიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ შევიდა. სამართალდამცველებმა ის ზუგდიდის რაიონში შემოსვლის მცდელობის დროს დააკავეს.
ამ დროისათვის გამოძიება მიმდინარეობს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322–ე მუხლით, დაკავებულს ჯარიმა ან 2 დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
