ვალერი გელბახინის საქმეზე საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
ვალერი გელბახინის საქმეზე საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
17:26 21.02.2012
ვალერი გელბახიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად,  სასამართლომ პატიმრის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროს რამდენიმე ფაქტორი გაითვალისწინა.
"სასამართლომ მიიჩნია, რომ აღარ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე, ამასთანავე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ასაკის გამო, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულ ვალერი გელბახიანს აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა 50 000 ლარის ოდენობით გირაოთი შეეცვალოს და დაუყონებლივ განთავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან" - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის შუამდგომლობები მოითხოვა. ბრალდების მხარე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას, ხოლო დაცვის მხარე პატიმრობის 30 000 ლარის ოდენობით გირაოთი შეცვლას ითხოვდა.
ვალერი გელბახინი საქართველო-სომხეთის საზღვარზე გუშინ დააკავეს. მას ბრალად 2008 წლის თებერვალში ბადრი პატარკაციშვილთან ერთად საქართველოს სახელმწიფოს ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ორგანიზება დასდეს.



ბეჭდვა