თბილისში 42 წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს
თბილისში 42 წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს
10:01 25.05.2012
თბილისში, ჩიქოვანის #39-ში 42 წლის ნუგზარ ყელბერაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს.
მამაკაცს საკუთარ სახლში მიაკვლიეს. მას ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
მკვლელობა, სავარაუდოდ, სამი დღის წინ მოხდა.
მეზობლების თქმით, გარდაცვლილს ოჯახი არ ჰყავდა და მარტო ცხოვრობდა.
ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდა კრიმინალური პოლიცია.
ამ დროისთვის ცხედარი ქალაქის პროზექტურაშია გადასვენებული. მიმდინარეობს გამოძიება.

ბეჭდვა