ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ პრეზენტაცია დღეს გაიმართება
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ პრეზენტაცია დღეს გაიმართება
09:16 25.05.2012
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები დღეს ახალ არასამთავრობო უფლებადაცვით საადვოკატო ორგანიზაციას - „ახალგაზრდა ადვოკატები“ დააფუძნებენ.

როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფიდან აცნობეს, აღნიშნული ორგანიზაცია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის კუთხით სტრატეგიული საქმისწარმოების მიმართულებას აირჩევს და დემოკრატიისა და უფლებების სფეროში ახალი ინიციატივებით გამოვა. საუბარია მართლმსაჯულების სისტემის კუთხით, არჩევნების ადვოკატირებისა და კანონის ექსპერტიზის მიმართულებით მომზადებულ ინიციატივებზე.

ახალი ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფმა საკონსულტაციო შეხვედრები გამართა ადვოკატთა ასოციაციისა და პარტნიორ უფლებადაცვითი ორგანიზაციების ხელმძღვანელობასთან.

ახალი ორგანიზაცია 35 წლამდე ადვოკატებს გააერთიანებს.

ორგანიზაციის პრეზენტაციაზე მიწვეული არიან ექსპერტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მედიასაშუალებები.

პრეზენტაცია ადვოკატთა ასოციაციის ოფისში გაიმართება.

ბეჭდვა