მოსკოვში მოკლული რომან დუმბაძის ცხედარს სამშობლოში გადმოასვენებენ
მოსკოვში მოკლული რომან დუმბაძის ცხედარს სამშობლოში გადმოასვენებენ
09:46 24.05.2012
მოსკოვში მოკლული საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერლის რომან დუმბაძის ცხედარს დღეს სამშობლოში გადმოასვენებენ.  ამის შესახებ ოჯახის წევრები და დუმბაძის მეგობარი, თავდაცვის ექს-მინისტრი თენგიზ კიტოვანი იტყობინებიან.

ცხედარს ჯერ თბილისში შემდეგ კი - ბათუმში ჩაასვენებენ.

ქართველი გენერალი რამდენიმე დღის წინ, მოსკოვში „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან თავისა და მუცლის არეში მიყენებული 7 ჭრილობისგან გარდაიცვალა. შემთხვევა დუმბაძის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. უცნობი შეიარაღებული პირები მოტოციკლით მოძრაობდნენ. ისინი რუბლიოვსკოეს გზატკეცილზე წამოეწიენ დუმბაძეს და მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, მისი მიმართულებით სროლა დაიწყეს.

გამოძიება მკვლელობის მიზეზის რამდენიმე ვერსიას განიხილავს, მათ შორისაა დუმბაძის ყოფილი საქმიანობა.



ბეჭდვა