საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები ახალ არასამთავრობო უფლებადაცვით საადვოკატო ორგანიზაციას ქმნიან.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფიდან აცნობეს, აღნიშნული ორგანიზაცია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის კუთხით სტრატეგიული საქმისწარმოების მიმართულებას აირჩევს და დემოკრატიისა და უფლებების სფეროში ახალი ინიციატივებით გამოვა. საუბარია მართლმსაჯულების სისტემის კუთხით, არჩევნების ადვოკატირებისა და კანონის ექსპერტიზის მიმართულებით მომზადებულ ინიციატივებზე.
ახალი ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფმა საკონსულტაციო შეხვედრები გამართა ადვოკატთა ასოციაციისა და პარტნიორ უფლებადაცვითი ორგანიზაციების ხელმძღვანელობასთან, დაგეგმილია სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრა.
ახალი ორგანიზაცია 35 წლამდე ადვოკატებს გააერთიანებს.
ორგანიზაციის პრეზენტაცია 25 მაისს, ადვოკატთა სახლში გაიმართება.
