საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა რუსთავის საკრებულოს წევრის თამაზ გველუკაშვილის საქმის შესწავლა დაიწყო.
როგორც კონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით პალატისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსთავის საკრებულოს წევრმა თამაზ გველუკაშვილმა, რომელიც მუნიციპალიტეტში საქართველოს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოსახლეობას საჩუქრად ცხვარი და ღვინო დაურიგა.
განცხადების თანახმად, კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, კანონით მინიჭებული მანდატით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელა და საკითხის ამომწურავად შესწავლის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
