„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ კიკვიძის ბაღში მიმდინარე მშენებლობას სასამართლოში ასაჩივრებს
„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ კიკვიძის ბაღში მიმდინარე მშენებლობას სასამართლოში ასაჩივრებს
16:46 22.05.2012
„ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე კიკვიძის ბაღში პოლიციის შენობის მშენებლობას სასამართლოში ასაჩივრებს.
როგორც ნიკოლოზ მჟვანაძემ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა“ მოსახლეობასთან ერთად, ერთთვიანი ბრძოლის შედეგად კიკვიძის ბაღში არსებული გამწვანებული ტერიტორია შეინარჩუნა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ძალის დემონსტრირების ხარჯზე, კიკვიძის ბაღში ათეულობით მრავალწლოვანი წიწვოვანი ჯიშის ხის მოჭრა მაინც მოახერხა.
„მის ადგილას თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა პოლიციის შენობის აღმართვის ნებართვა გასცა. „ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა” აღნიშნული ნებართვის ბათილად ცნობის მოთხოვნით ადმინისტრაციული თბილისის მერიაში საჩივარი შეიტანა. გუშინ მერიიდან მივიღეთ პასუხი, სადაც აღნიშნულია, რომ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა“ - განაცხადა მჟვანაძემ.
მისი თქმით, სასამართლოში დღეს შეტანილი სარჩელით თბილისის არქიტექტურის სამსახურის პროექტის ბათილად ცნობას ითხოვენ, რადგან გასაჩივრებული ბრძანება თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას - სკვერების, პარკების, ტროტუარებისა და სპორტულ-სათამაშო მოედნების ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვას შესახებ, ეწინააღმდეგება.


ბეჭდვა