ზილფიმიანის ადვოკატი სასამართლოს 5 დღეში მიმართავს
ზილფიმიანის ადვოკატი სასამართლოს 5 დღეში მიმართავს
14:43 22.05.2012
ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ ყოფილი დირექტორისა და თანამფლობელის დავით ზილფიმიანის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი რამდენიმე დღეში სასამართლოს საჩივრით მიმართავს.
როგორც ბარათაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, 5 დღეში სასამართლოში რამდენიმე დღის წინ დავით ზილფიმიანის ქონების დაყადაღების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ბართაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში, ის სასამართლოსთვის მორიგი საჩივრით მიმართვასაც გეგმავს და ტელეკომპანიის დირექტორების შეცვლის შესახებ „პირველ სტერეოში“ ჩატარებულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვს.
ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ ორივე გადაწყვეტილების შემთხვევაში კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი.
მისივე თქმით, ზილფიმიანს ქონება უსამართლოდ დაუყადაღეს და არ აძლევენ მისით სარგებლობის საშუალებას, ასევე, ტელეკომპანიის პარტნიორთა კრება წესების დარღვევით ჩატარდა, კერძოდ მას, კობაიძის გარდა, არცერთი პარტნიორი არ ესწრებოდა.
ზილფიმიანის იურისტის განცხადებით, ისინი ბრძოლას მხოლოდ კანონის მოთხოვნების შესაბამისად აპირებენ.

ბეჭდვა