საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერლის რომან დუმბაძის მოსკოვში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ქართველი გენერალი გუშინ „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან თავისა და მუცლის არეში მიყენებული 7 ჭრილობისგან ადგილზე, სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
შემთხვევა დაახლოებით, 14.45, დუმბაძის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. უცნობი შეიარაღებული პირები მოტოციკლით მოძრაობდნენ. ისინი რუბლიოვსკოეს გზატკეცილზე წამოეწიენ დუმბაძეს და მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, დუმბაძის მიმართულებით სროლა დაიწყეს.
საგამოძიებო ჯგუფი რამდენიმე ვერსიას განიხილავს. ყოფილი გენერლის მკლელობის ერთ-ერთ სავარაუდო ვერსიად მისი ყოფილი საქმიანობა სახელდება.
