შეწყალების კომისია დღეს 105 მსჯავრდებულის საკითხს განიხილავს.
როგორ „ნიუსპრესს“ კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე შეწყალების თაობაზე საბოლოო რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.
„განსახილველი 105 პატიმრის საქმიდან 15 ქალბატონს და 4 არასრულწლოვანს ეხება“ - აღნიშნა თევდორაძემ.
კომისიის რეკომენდაციები პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა.
შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 26 მაისს დატოვებენ.
