პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ხობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელს მამუკა ქარდავას თავს დაესხნენ.
ამის შესახებ განცხადებას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი განმარტებით, თავდასხმა გუშინ ღამით 00.45 წუთზე, ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევის სარკინიგზო გადასასვლეთან მოხდა. ქარდავას თავს 4 დაუდგენელი პირი მაშინ დაესხა, როცა მან სარკინიგზო გადასასვლეთან ავტომობილი წინ მდგომი მანქანის გამო გააჩერა.
კოალიციაში განმარტავენ, რომ თავდამსხმელები მამუკა ქარდავას მანქანაში გადავიდნენ და ჩხუბის დროს ავტომობილი მგზავრთა მოსაცდელს შეეჯახა. ქარდავა ხელკეტებით სცემეს, რის გამოც ის ხობის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებულო.
„მიუხედავდ იმისა, რომ პოლიციისთვის ცნობილია მომხარდის შესახებ, ამ დრომდე არ მომხდარა მისი დაზარალებულის სტატუსით დაკითხვა. ხობში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ძალაუფლების დაკარგვით შეშინებული, ხელისუფლებაში მყოფი მაფიოზური კლანის რეალური სახე. ღამ-ღამობით თარეშსაც მალე მოეღება ბოლო და ყველა დამნაშავე - ბრძანების გამცემიც და აღმსრულებელიც კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულზე“ - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
კოლიცია მიმართავს უწყებათაშორის კომისიას დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მომხდარ დანაშაულზე და სამართალდამცავ ორგანოებს დამნაშავეების გამოსავლენად ყველა საჭირო ქმედების განხორციელება მოსთხოვოს.
