დავით ზილფიმიანი ტელეკომპანია „სტერეოს“ ბლოკირებას მთელი ღამის განმავლობაში გეგმავს
დავით ზილფიმიანი ტელეკომპანია „სტერეოს“ ბლოკირებას მთელი ღამის განმავლობაში გეგმავს
21:13 18.05.2012
ტელეკომპანია „პირველი სტერეოსა“ და სამაუწყებლო კომპანია „სტერეო პლიუსის“ დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი მთელი ღამის განმავლობაში ტელეკომპანიის ბლოკრებას აპირებს.  ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სახლახო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
იგი შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვლს მიმართავს და დღეს სტერეოში განვითარებულ მოვლენებზე რეაგირებას სთხოვს.
„ბატონო ვანო, გთხოვთ დამეხმაროთ ადეიშვილის უწყებასთან ბრძოლაში, რათა ამ უწყებაშიც აღმოიფხვრას კორუფცია“ - განაცხადა მან.
ზილფიმიანმა აღნიშნა, რომ დეპუტატმა დავით ბეჟუაშვილმა ფარულად გუშინ „სტერეოს“ პარტნიორთა კრება ჩაატარა, რომელიც 28 მაისს უნდა გამართულიყო. დღევანდელი საჯარო რეესტრის ამონაწერში ტელეკონპანიის ახალ დირექტორად ბეჟუაშვილის დის ქმარი ვასილ კობაიძეა დაფიქსირებული.
როგორც ცნობილია, დავით ზილფიმიანმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბეჟუაშვილი მისი ქონების მითვისებაში გუშინ დაადანაშაულა.
როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, 12 მაისს ბეჟუაშვილმა, რომელიც „პირველ სტერეოში“ მისი პარტნიორია, სასამართლოში განცხადება შეიტანა, თითქოს, მათ დავით ზილფიმიანი აზარალებდა.
ბიზნესმენის განმარტებით, ეს განცხადება მხოლოდ ვარაუდს ეფუძნება. მოსამართლემ კი, მისი ქონების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო.
ბიზნესმენის განცხადებით, ის თავისი ქონების დათმობას არ აპირებს.

ბეჭდვა