„წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სოსო მანჯავიძე უკვე გაათავისუფლეს
„წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სოსო მანჯავიძე უკვე გაათავისუფლეს
15:04 18.05.2012
„წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სოსო მანჯავიძე უკვე გათავისუფლებულია.
როგორც „ნიუსპრესს“ მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა განუცხადა, მანჯავიძეს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შესაბამისად, 100-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
მისი თქმით, როგორც სასამართლოში აუხსნეს, სამართალდარღვევა გუშინ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციას უკავშირდება.
„ისე სწრაფად წარიმართა სასამრთლო პროცესი, რომ ადვოკატმა ვერც მოასწრო საქმის მასალებს გასცნობოდა. სხვა დეტალები თუ რატომ და რისთვის მოხდა მისი დაკავება ჩვენთვის უცნობია. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ადამიანებს მიზეზის აუხსნელად საკუთარი სახლის შესასვლელებთან და სადარბაზოებთან აკავებენ“ - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სოსო მანჯავიძე დღეს 12:00 საათზე, კინოს სახლის შესასვლელთან დააკავეს.
როგორც „ნიუსპრესს“ შსს-ში განუცხადეს, გუშინდელ აქციაზე მომხდარი დაპირისპირების კადრების გაშიფვრიდან ჩანს, რომ მანჯავიძე ინცინდენტის მონაწილე იყო და ის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა, შესაბამისად, ის სასამართლოში გადაიყვანეს.


ბეჭდვა