შინაგან საქმეთა სამინისტორს ადმინისტრაციის უფროსის შოთა ხიზანიშვილის განცხადებით, „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სოსო მანჯავიძე დაკავებული არ არის.
როგორც მან „ნიუსპრესს“ განუცხადა, მანჯავიძე რამდენიმე პირთან ერთად, გუშინ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე მომხდარი ჩხუბის გამო, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.
მისი თქმით, მანჯავიძე სასამართლოში უნდა გადაეყვანათ, რათა პროცესი ადმინისტრაციული წესით გამართულიყო.
„კონკრეტულად როდის და სად მოხდა მას და პოლიციას შორის კონქატქი არ ვიცი, მაგრამ პოლიციამ მის მიმართ გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო“ - აღნიშნა ხიზანშვილმა.
მისივე თქმით, აქციის კადრების განხილვის შემდეგ დადგინდა, რომ მანჯავიძე ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე იყო.
„აუცილებლად სასამართლოში იქნება, იმიტომ რომ პოლიცია ძალით ხომ არ დააჯარიმებს, სასამართლომ უნდა დააჯარიმოს“ - განაცხადა შოთა ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, მანჯავიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.
