,,გლობალ ტვ“ - გვთხოვენ გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც ტექნიკურად შეუძლებელია
,,გლობალ ტვ“ - გვთხოვენ გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც ტექნიკურად შეუძლებელია
13:25 17.05.2012
,,გლობალ ტვ“ ახალი შეტევის წინაშე დგას - ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე ,,გლობალ ტვ“-ს იურიდიულმა  კონსულტანტმა ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, რამდენიმე დღის შუალედით, ერთმანეთის მიყოლებით დააკმაყოფილა სამაუწყებლო კომპანია „რუსთვი 2“-ის და „ტელე იმედის“ განაცხადები და ,,გლობალ ტვ“-ს ამ კომპანიების რეტრანსლაცია აუკრძალა.
ბარამიძის განმარტებით, ორივე ტელეკომპანიის მოთხოვნა და სასამართლოს ორივე განჩინება არ ემყარება რაიმე ობიქტურ მტკიცებულებას და ორივე მათგანი დაუსაბუთებელია.
როგორც პრესკონფერენციაზე კომპანიის მარკეტინგისა და განვითარების დირექტორმა წურაბ ბაზღაძემ განაცხადა, ,,გლობატლ ტვ“ აღნიშნული ტელეკომპანიების რეტრანსლაციას თავისი საკაბელო ქსელის საშუალებით არ ახორციელებს, რადგან კომპანიამ ჯერ კიდევ 27 მარტს შეასრულა „რუსთავი 2“-ისა და „ტელეიმედის“ მოთხოვნა და თავისი აბონენტებისთვის მიწოდებული სატელევიზიო პაკეტიდან ტელეკომპანიები - „იმედი“, „რუსთავი 2“, „მზე“, „საქართველო“ და „ახალი არხი“ ამოიღო.
,,გლობალ ტვ“-ს წარმომადგენელთა მტკიცებით, სატელიტური თეფშები და მიმღებები მხოლოდ სატელევიზო სიგნალის მიმღები საშუალებებია, რომელთა მეშვეობით, არა არხების რეტრანსლაცია, არამედ, თავად „რუსთავი 2“-სა და „ტელეიმედის“ მიერ რეტრანსლირებული სიგნალის მიღება ხდება. აქედან გამომდინარე, მათი განცხადებით, ,,გლობალ ტვ“-ს სთხოვენ გააკეთოს ისეთი რამ, რისი აღსრულებაც ტექნიკურად არ შეუძლია.
„გვთხოვენ, რომ ,,გლობალ ტვ“-ს აბონენტებმა არანაირი გზით არ მიიღონ მოთხოვნილი არხები. თუმცა, მათ ამ არხების ნახვა ინტერნეტის ან ოთახის ანტენის საშუალებით შეუძლიათ და ამის აკრძალვის უფლება ჩვენ არ გვაქვს“ - განაცხადა ,,გლობალ ტვ“-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნატა გელაძემ და აღნიშნა, რომ კომპანიის მიმართ წაყენებული მოთხოვნები უსუსური და დაუსაბუთებელია.
,,გლობალ ტვ“-ს წარმომადგენელთა განცხადებით, ეს ყველაფერი ტელეკომპანია „მეცხრე არხთან“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღეში დაიწყო.

ბეჭდვა