მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანმა ჯარიმა გადაიხადა
მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანმა ჯარიმა გადაიხადა
17:32 16.05.2012
მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემის "SUJIN"–ის კაპიტანმა, უკრაინის მოქალაქე დიმიტრი პრიჟეგოდსკიმ ჯარიმა გადაიხადა.

ბიუჯეტის სასარგებლოდ მან დაკისრებული ჯარიმა 65 000 ლარი და გარემოზე მიყენებული ზიანი 2 612 ლარის ოდენობით სრულად აანაზღაურა.

ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.

მალტის დროშით მცურავი გემი "SUJIN" ფოთის პორტის მე–14 ნავმისადგომთან 10 მაისს ზღვის დაბინძურების ფაქტზე დააკავეს. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გემი "SUJIN“-იდან სამეურნეო ფეკალური მასის ზღვაში ჩაღვრა ხდებოდა.

ბეჭდვა