სასამართლო განხილვაში მხარეებს დისტანციურად მონაწილეობის საშუალება მიეცემათ
სასამართლო განხილვაში მხარეებს დისტანციურად მონაწილეობის საშუალება მიეცემათ
17:27 16.05.2012
სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანად შესაბამისი ცვლილებების პროექტის განხილვას საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავლში დაიწყებს.

„კანონპროექტის თანახმად, ცალკეული საქმეების განხილვისას მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასამართლო განხილვაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით“ – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ სიახლის შემოღება პროცესის ეფექტურად წარმართვის, ასევე ფინანსური, ადამიანური და დროის რესურსის დაზოგვის ხელშეწყობისთვის დამატებითი ღონისძიებების გატარების აუცილებლობით არის განპირობებული.

ბეჭდვა