ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა პლასტიკური ბარათებიდან თანხის უკანონოდ მითვისების ბრალდებით მოქალაქე
ილია გოდერძიშვილი, ბენზინ გასამართი სადგურის ოპერატორი ლევან ფირანიშვილი და რესტორნის მიმტანი ომარ მახათაძე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დაზარალებულმა ბენზინგასამართ სადგურზე ავტომანქანაში საწვავის ჩასხმისას ოპერატორთან პლასტიკური ბარათით გადაიხადა, რა დროსაც ოპერატორმა ლევან ფირანიშვილმა პლასტიკური ბარათის მონაცემები, ფლობელის სახელი და გვარი დაიმახსოვრა. ამის შემდეგ ის ინტერნეტ-კაფიდან ტოტალიზატორ ,,ADJARABET"-ზე გახსნილ მისივე გვერდზე შევიდა, რომელიც არარსებულ პიროვნებაზე ჰქონდა დარეგისტრირებული და აღნიშნული ბარათიდან მიღებული ინფორმაციით გადარიცხა თანხა. მოგვიანებით, აღნიშნული თანხა ილია გოდერძიშვილმა და ლევან ფირანიშვილმა ,,ADJARABET" სალაროდან გამოიტანეს.
ანალაგიური ფაქტი ასევე, თბილისის ერთ-ერთ რესტორანაში დაფიქსირდა, როდესაც მოქალაქეს ანგარიშსწორების დროს, მიმტანმა ომარ მახათაძემ ამავე ხერხით სტუმრის ბარათზე არსებული თანხა მიითვისა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მე-II ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ.
