თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემები სავარაუდოდ, საიდუმლო გახდება. ამის თაობაზე ცვლილება “ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში” შედის.
კანონპროექტით უქმდება კოდექსის 44–ე მუხლი, რომელიც პერსონალური მონაცემების საიდუმლოებას შეეხება.
მოქმედი მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. ახლა სწორედ აღნიშნული მუხლი უქმდება.
კანონპროექტის ავტორი იუსტიციის სამინისტროა.
