საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ მსჯავრდებული პ.კ. #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 2012 წლის 1 მაისს გადაიყვანეს.
როგორც „ნიუსპრესს“ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, სამკურნალო პალატის ფარგლებში პაციენტი ხელჯოხის მეშვეობით გადაადგილება და საპირფარეშოთი დამოუკიდებლად სარგებლობს.
„მიუხედავად ამისა, ის უზრუნველყოფილია როგორც ეტლით, ასევე სამკურნალო დაწესებულების სანიტრის მომსახურებით“- აცხადებენ უწყებაში.
სახალხო დამცველმა საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს პატიმარ პ.კ-ს #18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის რეკომენდაციით დღეს მიმართა.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, პატიმარ პ.კ-სთვის გლდანის #8 დაწესებულებაში არსებული პირობები სათანადო მკურნალობისა და მოვლისთვის არაადექვატურია.
