შსს-ს ყირგიზეთის დელეგაცია სტუმრობს
შსს-ს ყირგიზეთის დელეგაცია სტუმრობს
16:22 14.05.2012
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია. დელეგაციას ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ მაიორი ზარილბეკ რისალიევი ხელმძღვანელობს.
სტუმრებს დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა დელეგაციის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებული და მიმდინარე რეფორმები პირადად გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები პოლიციის ახლადაშენებულ გამჭირვალე შენობებსა და პოლიციის აკადემიას დაათვარიელებენ.
ყირგიზები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მუშაობის პრინციპსაც გაეცნობიან.

ბეჭდვა