პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სამ წევრს ლაშა ჯავახიშვილს, დევი ნანობაშვილს და გოჩა მანჯავიძეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის სოსო გიორგაძის განცხადებით, სასამართლო პროცესი კანონდარღვევით ჩატარდა, რადგან დაკავებულებს ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის საშუალება არ მიეცათ და თავიანთი უფლებები და მოვალეობები დროულად არ განემარტათ. ამასთან, მათი თქმით, შემთხვევის უშაულო თვითმხილველებიც არ დაიკითხნენ.
პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გუშინ დააკავეს. მათ ბრალად სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევა ედებათ, რაც პასუხისმგბლობას წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ითვალისწინებს.
