საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 მოქალაქე დააკავეს
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 მოქალაქე დააკავეს
18:24 11.05.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ბათუმში, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, რუსლან აბულაძე, კაპიტონ თავბერიძე და ზურაბ ბასილაძე სასაზღვრო–საკონტროლო პუნქტის გვერდის ავლით საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას ცდილობდნენ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს.

ბეჭდვა