სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა 2 000-დან 20 000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს. აღნიშნულს
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილები“ ითვალისწინებს, რომელიცძალაში უკვე შევიდა.
ამ კანონის თანახმად, სამოქალაქო საჰაერო ხომალდით საქართველოს საჰაერო სივრცის უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის გარეშე გამოყენება 5 000-დან 20 000 ლარამდე თანხით დაჯარიმდება.
კანონი სხვა ჯარიმებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევა 5 000-დან 10 000 ლარამდე ჯარიმით ისჯება. სამოქალაქო საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესების დარღვევა კი - 5 000-დან 20 000 ლარამდე ჯარიმით.
კანონის თანახმად, სამოქალაქო საჰაერო ხომალდით საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესის ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დარღვევა 1 000 ლარის ჯარიმის ოდენობით დაისჯება.
