თავისუფალი დემოკრატების აქტივისტებს პატიმრობა შეუფარდეს
თავისუფალი დემოკრატების აქტივისტებს პატიმრობა შეუფარდეს
15:56 19.02.2012
თავისუფალი დემოკრატების მხარდამჭერებს გორში სასამართლომ 45 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულთა ადვოკატი რეზო რევაზიშვილი გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ საქმეში ბრალდებულთა დაპატიმრების არანაირი საფუძველი არ არსებობს.
"გამოძიებამ ვერ წარმოადგინა ვერანაირი ფაქტობრივი გარემოება თუ რატომ უნდა შეეფარდებინა პატიმრობა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის. მათ მხოლოდ გამოთქვეს ვარაუდი, რომ დაკავებულები შეიძლება მიიმალონ და ამით გამოძიებას ხელი შეუშალონ. სწორედ ამ ვარაუდის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება"- განაცხადა "ნიუსპრესთან" საუბარში რევაზიშვილმა.

ბეჭდვა