თავისუფალი დემოკრატების აქტივისტებს ბრალი წაუყენეს
თავისუფალი დემოკრატების აქტივისტებს ბრალი წაუყენეს
11:21 19.02.2012
გორში, თავისუფალი დემოკრატების დაკავებულ აქტივისტებს ბრალი ხულიგნობისთვის უკვე წაუყენეს.  როგორც "ნიუსპრესს" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა რეზო რევაზიშვილმა განუცხადა, დაკავებულებს ბრალი პროკურატურამ სს კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით წაუყენა, რაც 2 დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალიწინებს. ადვოკატის ცნობით, დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.
მისივე თქმით წუხელ დაკითხვა 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის წარმოებაში მნიშვნელოვანი დარღვევებია. "მოწმეები რომელთა ჩვენებებიც გამოძიებას გააჩნია, ამბობენ, რომ მათზე განხორციელდა ზეწოლა, რათა გამოძიების ვერსია დაედასტურებინათ. გამოძიების მასალებში კი მოწმეებისა და დაზარალებულის ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულება არ არსებობს. თავად დაკავებულები კი ამბობენ რომ აგრესია სწორედ იმ ადამიანებისაგან მოდიოდა, რომლებიც საქმეში დაზარალებულის სტატუსით არიან"-ამბობს რევაზიშვილი
თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლის, გოდერძი მახარაშვილის ვაჟის, ელგუჯა მახარაშვილსა და მისი მეგობრების ჯაბა და აკაკი ელიაშვილებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი გორის რაიონულ სასამართლოში დღეს, 2 საათისთვის გადაწყდება.

ბეჭდვა