საბერძნეთში 25 წლის ქართველი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზად, ბერძნული სამართლდამცავი ორგანოები თვითმკვლელობას ასახელებენ.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საბერძნეთში საქართველოს კონსულმა გიორგი არჩემაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, გარდაცვლილი 1987 წელს დაბადებული გიორგი ხუცურაულია. იგი სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
გარდაცვლილის საბერძნეთში ყოფნის მიზეზებისა და საქმიანობის შესახებ საკონსულო ინფორმაციას არ ფლობს. ასევე, ჯერ არ არის ცნობილი მისი საქართველოში გადმოსვენების საკითხიც.
