ნორვეგიის სასამართლო უტოიაზე დაღუპული თამთა ლიპარტელიანის საქმეს განიხილავს
ნორვეგიის სასამართლო უტოიაზე დაღუპული თამთა ლიპარტელიანის საქმეს განიხილავს
11:23 10.05.2012
ნორვეგიაში კუნძულ უტოიაზე ტერაქტში ბრალდებულ ანდერს ბრეივიკის სასამართლო პროცესზე დღეს საქართველოს მოქალაქის თამთა ლიპარტელიანის საქმე განიხილება.
სასამართლო პროცესს უტოიაზე დაღუპული თამთა ლიპარტელიანის მამა დაესწრება.
ბრეივიკის სასამართლო პროცესი კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება. ამის შემდეგ გახდება ცნობილი სად მოუწევს ტერორისტს შემდგომი 21 წლის გატარება - სასჯელაღსრულების დაწესებულებასა თუ ფსიქიატრიულ კლინიკაში.
ბრეივიკმა კუნძულ უტოიაზე ორი ტერაქტი 2011 წლის 22 ივლისს განახორციელა. თამთა ლიპარტელიანი კუნძულ უტოიაზე 77 მოკლულ სტუდენტს შორის იყო.

ბეჭდვა