შინაგან საქმეთა სამინისტროში დიდ დიღომში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ოფისზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.
როგორც „ნიუსპრესს“ შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის მხოლოდ ის შეუძლია განაცხადოს, რომ პეტრიწის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფილიალში ნიღბიანი მამაკაცი დღეს დილით შევიდა, თუმცა, უცნობია იყო თუ არა ის შეიარაღებული, ან მოახერხა თუ არა ფულის გატაცება ბანკიდან.
ამ დროისთვის ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული და მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
