სამგორში ჭურვი აღმოაჩინეს
სამგორში ჭურვი აღმოაჩინეს
11:49 09.05.2012
სამგორის დასახლებაში, მოსკოვის პროსპექტზე შამპანურის ბოთლის ფორმის მსგავსი ჭურვი აღმოაჩინეს.
ჭურვი მე-7 კლასელმა მოზარდმა 124-ე საჯარო  სკოლასთან ახლოს, ჯართის საწყობთან იპოვა და სკოლასთან მიიტანა. მოსახლეობამ მომხდართან დაკავშირებით პოლიცია გამოიძახა.
სამართალდამცავებმა ჭურვი ადგილზე გააუვნებელყვეს. ჯერჯერობით, უცნობია საიდან მოხვდა ასაფეთქებელი მოწყობილობა ჯართის საწყობთან. მიმდინარეობს გამოძიება.

ბეჭდვა