გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, თეიმურაზ ბააცაშვილი და ნასამართლევი თეონა ყოლბაია დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები წინასაწარ შერჩეულ ადგილას ტაქსს აჩერებდნენ, რის შემდეგაც მძღოლი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიჰყავდათ და სათამაშო იარაღის მუქარით ფულს, მობილურ ტელეფონს და ავტომანქანას სძალავდნენ, ხოლო მძღოლს შემთხვევის ადგილზე ტოვებდნენ.
ასევე, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მათ უზნაძის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაც დააყაჩაღეს, საიდანაც 250 ლარი წაიღეს.
ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მათი ასაკი 22-24 წელია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს
