"თავისუფალი დემოკრატების" დაკავებულ მხარდამჭერებს ბრალს დღეს წაუყენებენ
"თავისუფალი დემოკრატების" დაკავებულ მხარდამჭერებს ბრალს დღეს წაუყენებენ
12:39 18.02.2012
გორში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ "თავისუფალი დემოკრატების" მხარდამჭერებს ბრალს დღეს წაუყენებენ.
როგორც "ნიუსპრესს" დაკავებულების ადვოკატმა რეზო რევაზიშვილმა განუცხადა, ბრალის წაყენების პროცედურა დღის მეორე ნახევარში იგეგმება, აღკვეთის ღონისძიებას კი, სავარაუდოდ, ხვალ შეუფარდებენ.
გორის რაიონის სოფელ მერეთში გუშინ "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის, გოდერძი მახარაშვილის ვაჟი, ელგუჯა მახარაშვილი და მისი მეგობრები ჯაბა და აკაკი ელიაშვილები დააკავეს.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გორის რაიონის სოფელ კოშკაში მცხოვრებ გიორგი გლახაშვილს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი სახისა და თავის არეში მიყენებული მძიმე ტრავმებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
"თავისუფალი დემოკრატები" მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ და ინციდენტში გლახაშვილს ადანაშაულებენ, რომელიც, მათი ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის თანამშრომელია.


ბეჭდვა