იუსტიციის სასწავლო ცენტრში დღეს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდების მეორე ეტაპი გაიმართა.
ამჯერად ნოტარიუსობის მსურველებს ტესტირება პროფესიულ საკითხებში ჩაუტარდათ.
როგორც "ნიუსპრესს" იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოცდაში ის კანდიდატები მონაწილოებდნენ, რომლებმაც წარმატებით გადალახეს პირველი ეტაპი – ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტში 70 ან მასზე მეტი ქულა დააგროვეს. სამოცდაერთი მსურველიდან პროფესიულ ტესტირებაზე 41 მათგანია დაშვებული.
პროფესიული ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ და ნოტარიუსებად მუშაობის უფლებას მოიპოვებენ.
