საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება იკძალება
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება იკძალება
19:36 07.05.2012
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება იკძალება. შესაბამისი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის, რომლის ინიციატორი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელია.

კანონპროექტის თანახმად, ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 21 წელს მიღწეული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით 300 ლარი დგინდება. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი - ჯარიმა 500 ლარამდე იზრდება.

“სისხლის სამართლის კანონმდებლობით, ცივი იარაღის ტარების წესს მხოლოდ 21 წელს მიღწეული პირებისთვის ვარეგულირებთ. იმის მიუხედავად, რომ კრიმინალური სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და დანაშაულის რიცხვმა იკლო, ძალიან ხშირია ახალგაზრდებში ცივი იარაღით დაჭრის ფაქტები. ამ საკითხის დარეგულირება ადმინისტრაციული წესითაც უნდა მოხდეს. დანა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არავის არ უნდა ჰქონდეს”- აღნიშნა გიგი წრეთელმა.

კანონპროექტზე მსჯელობას საპარლამენტო კომიტეტები უახლოეს ხანში დაიწყებენ.

ბეჭდვა