გარდაცვლილი პატიმარი თენგიზ ბელქანია სამკურნალო დაწესებულებიდან გადაასვენეს
გარდაცვლილი პატიმარი თენგიზ ბელქანია სამკურნალო დაწესებულებიდან გადაასვენეს
18:25 04.05.2012
მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში დღეს გარდაცვლილი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია სამკურნალო დაწესებულებიდან სახლში გადაასვენეს.
როგორც გარდაცვლილის ადვოკატმა მათე ხარჭამაძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, ბელქანია ძალიან მძიმე ავადმყოფი იყო. ბოლო დროს, ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. თუმცა, ადვოკატის თქმით, მიუხედავად ამისა, მას არ ათავისუფლებდნენ.
ხარჭამაძის განცხადებით, 41 წლის ბელქანიას ბრალად ნარკოტიკების შეძენა-შენახვა ედებოდა და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. პატიმარს სასჯელის 2 წელი მოხდილი ჰქონდა.
„ბელქანიას გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე უწყებას მივმართეთ და შუამდგომლობის საკითხიც დავაყენეთ, თუმცა, არცერთ მოთხოვნას შედეგი არ მოჰყოლია“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ ხარჭამაძემ.

ბეჭდვა